უნგრეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 989 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 84 პაციენტი
უნგრეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 989 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 84 პაციენტი

უნგრეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის რეკორდული – 3 989 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 84 პაციენტი კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უნგრეთში ვირუსის 86 769 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსით 1 973 პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულია 20 856 ადამიანი.

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უნგრეთში აკრძალულია მასშტაბური ღონისძიებების ჩატარება. კონტროლი დაწესებულია საზღვრებზე. ამასთან, რესტორნები და სხვა გასართობი დაწესებულებები 23:00 საათიდან დახურულია.