უნგრეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 6 212 ადამიანს დაუდასტურდა
უნგრეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 6 212 ადამიანს დაუდასტურდა

უნგრეთში „კოვიდ-19“-ის ლეტალური შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში უნგრეთში კორონავირუსი 6 212 პირს დაუდასტურდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 238 056-ს აღწევს. ამასთან, „კოვიდ-19“-ით უნგრეთში 5 513 ადამიანი გარდაიცვალა.