უნგრეთში ავარიის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, ათი მძიმედ დაშავდა

10:02, 17.08.2026

უნგრეთში ავარიის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, ათი მძიმედ დაშავდა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის თქმით, ავტობუსი, რომელშიც 57 პოლონელი პილიგრიმი და ორი მძღოლი იმყოფებოდა, სალოცავიდან პოლონეთისკენ ბრუნდებოდა, როცა დაახლოებით ღამის 01:00 საათზე გზიდან გადავარდა და გადაბრუნდა.

„ყველა სავარძელი ამოგლეჯილი იყო, ხალხი სავარძლების ქვეშ, ყველა დახმარებას ითხოვდა“, – ჰყვება მგზავრი, რომელიც ავარიას გადაურჩა.

პოლიციის წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდოდ, ავტობუსის მძღოლს საჭესთან ჩაეძინა, ის დაკავებულია.

პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა.

მსგავსი