უნგრეთში აცხადებენ, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას ვეტოს დაადებენ იმ შემთხვევაში, თუ ოფიციალური ბუდაპეშტის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება
უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას ვეტოს დაადებს იმ შემთხვევაში, თუ ოფიციალური ბუდაპეშტის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. უნგრეთის მთავრობის განმარტებით, ამის მიზეზი უნგრული უმცირესობების უფლებების დარღვევაა და ისინი ვეტოს დაადებენ მოლაპარაკებებს, ვიდრე უკრაინაში ენისა და განათლების შესახებ კანონი არ შეიცვლება.
„ახალი კანონები გაგვაცნეს, რომელიც უკრაინაში უნგრელების ცხოვრებას გააუარესებს“, – განაცხადა ბალაშ ორბანმა, რომელიც პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პოლიტიკური მრჩეველია.
ბალაშ ორბანი უკრაინაში ახლახან შემოღებულ ენის კანონს გულისხმობს ენის შესახებ, რომელიც ავალდებულებს უმცირესობებს და არა მხოლოდ უნგრელებს, სწავლის მინიმუმ 70% უკრაინულ ენაზე მიიღონ.
„უნგრეთის პოზიცია მკაფიოა, ვიდრე ეს კანონი არსებობს, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ უკრაინელებთან ევროკავშირში მათ ინტეგრაციაზე“, – აღნიშნა ორბანმა.
Hungary threatens to veto Ukraine’s EU accession prospects
The government explained that the reason is the violation of the rights of the Hungarian minority, and they will block the negotiations until they fulfill the language and education requirements.
“New laws have been… pic.twitter.com/ukUfSJFeTR
— NEXTA (@nexta_tv) November 7, 2023