უნგრეთში აცხადებენ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერს თუ გასცემს, უნგრეთში ჩასვლის შემთხვევაში არ დააკავებენ
უნგრეთში აცხადებენ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერს თუ გასცემს, უნგრეთში ჩასვლის შემთხვევაში არ დააკავებენ

უნგრეთში აცხადებენ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერს თუ გასცემს, უნგრეთში ჩასვლის შემთხვევაში არ დააკავებენ.

შესაბამისი განცხადება უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელმა, გერგ გუიაშმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

უნგრეთმა რომის სტატუტს ხელი მოაწერა და რატიფიცირება მოახდინა საერთაშორისო ხელშეკრულების, რომელმაც დააარსა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, თუმცა გუიაშმა განმარტა, რომ ქვეყანას არ აქვს სრული დებულებები სასამართლოს გადაწყვეტილებების შესასრულებლად.