უნგრეთმა ვეტო დაადო ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას, რომელიც მოუწოდებდა ევროკომისიას, გაეგრძელებინა მუშაობა რუსული გაზისა და ნავთობის აკრძალვის გეგმაზე
უნგრეთმა ვეტო დაადო ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას, რომელიც მოუწოდებდა ევროკომისიას, გაეგრძელებინა მუშაობა რუსული გაზისა და ნავთობის აკრძალვის გეგმაზე. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელ X-ში წერს.
სიიარტოს განმარტებით, ენერგეტიკული პოლიტიკა არის ეროვნული კომპეტენციის საგანი.
„უნგრეთმა ვეტო დაადო საბჭოს დასკვნას, რომელიც მოუწოდებს ევროკომისიას, გააგრძელოს წინსვლა რუსული გაზისა და ნავთობის აკრძალვის გეგმასთან დაკავშირებით. ენერგეტიკული პოლიტიკა არის ეროვნული კომპეტენცია და ეს საფრთხეს უქმნის ჩვენს სუვერენიტეტსა და ენერგოუსაფრთხოებას. ახლო აღმოსავლეთში ესკალაციის გათვალისწინებით, ჩვენ გამოვედით წინადადებით, რომ ასეთი გეგმა საერთოდ არ იყოს განხილული“, – დაწერა სიიარტომ.
დღეს ლუქსემბურგში ენერგეტიკის საკითხებში ევროკავშირის საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც რუსული ენერგორესურსების იმპორტზე უარის თქმა განიხილებოდა.
Hungary vetoed Council conclusions urging the @EU_Commission to move ahead w/ the plan to ban Russian gas & oil. Energy policy is a national competence & this endangers our sovereignty & energy security. Given the Middle East escalation, we proposed no such plan be tabled at all. pic.twitter.com/RoisbtpWbW
— Péter Szijjártó (@FM_Szijjarto) June 16, 2025