უნგრეთმა უკრაინის მთავრობა 3 აპრილისთვის დაგეგმილ არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობაში დაადანაშაულა, რასაც კულებამ „გამოგონილი უაზრობა“ უწოდა
უნგრეთმა უკრაინის მთავრობა 3 აპრილისთვის დაგეგმილ არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობაში დაადანაშაულა, რასაც კულებამ „გამოგონილი უაზრობა“ უწოდა

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ უკრაინის მთავრობა 3 აპრილს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობაში დაადანაშაულა.

სიიარტოს თქმით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ უნგრეთში უკრაინის ელჩს „უნგრეთის არჩევნების შედეგებზე ზემოქმედების შესაძლებლობის შესახებ კონსულტაციებისთვის“ დაურეკა.

„პრესაში გავრცელებული ინფორმაცია მართალია. ამით უნგრელი მემარცხენეები ცუდად ჩაფლავდნენ. ჩაფლავდნენ იმით, რომ ასეთი მოლაპარაკებები არსებობს. მუდმივი მოლაპარაკებები უნგრეთის მემარცხენეებსა და უკრაინის მთავრობას შორის“, – აღნიშნა სიიარტომ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბოლო განცხადებების გამო სინანული გამოთქვა და აღნიშნა, რომ ისინი არ შეესაბამება სიმართლეს და ანადგურებს კიევსა და ბუდაპეშტს შორის ურთიერთობებს.

„უკრაინაში უნგრეთის ქცევისგან განსხვავებით, ჩვენ არასდროს ჩავრეულვართ უნგრეთის საშინაო საქმეებში, განსაკუთრებით არჩევნების წინა დღეებში. სირცხვილია იმის ნახვა, რომ მოკლევადიანი წინასაარჩევნო სარგებლის მისაღებად მინისტრი სიიარტო მზადაა, გამოიგონოს უაზრობა და გაანადგუროს მათთან ჩვენი ურთიერთობა, რომელსაც ამდენ ხანს ვაშენებდით“, – აღნიშნა კულებამ.