უნგრეთმა იერუსალიმში დიპლომატიური სავაჭრო მისია გახსნა
უნგრეთმა იერუსალიმში დიპლომატიური სავაჭრო მისია გახსნა

უნგრეთმა იერუსალიმში დიპლომატიური სავაჭრო მისია გახსნა.  ცერემონიას ისრაელის პრემიერ-მინისტრი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრნენ.

ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ დიპლომატიურ სავაჭრო მისიაში სამი უნგრელი დიპლომატი იქნება წარმოდგენილი.

ისრაელში უნგრეთის საელჩო კვლავ თელ-ავივში დარჩება.

„უნგრეთი ევროპაში იერუსალიმის მიმართ დამოკიდებულების ცვლილებას ხელმძღვანელობს. ისტორიული გადაწყვეტილებით, იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად პრეზიდენტმა ტრამპმა უკვე აღიარა“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

თავის მხრივ, პეტერ სზიიარტომ თქვა, რომ უნგრეთი პოლიტიკურ საკითხებთან შემზღუდველი ეკონომიკური და კომერციული ზომების გაერთიანებას არ ემხრობა და ევროკავშირსა და ისრაელს შორის დინამიური თანამშრომლობა სურს.