უნგრეთმა ფრანგულ კომპანიასთან გათხევადებული ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ 10-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
უნგრეთმა ფრანგულ კომპანიასთან გათხევადებული ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ 10-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაცია უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ გაავრცელა.
მისი თქმით, უნგრეთი კომპანია Engie-ისგან 2028-2028 წლებში 4 მილიარდი კუბურ მეტრ გათხევადებულ ბუნებრივ აირს შეისყიდის.
როგორც სიიარტო აცხადებს, ეს კონტრაქტი მნიშვნელოვანია უნგრეთის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის.
ამასთან, სიიარტომ აღნიშნა, რომ დივერსიფიცირება ნიშნავს ახალი წყაროების დამატებას, არსებულების შენარჩუნებით.
ცნობისთვის, სექტემბერში უნგრეთმა 10 წლიანი კონტრაქტი გააფორმა ასევე კომპანია Shell-თან. ამასთან, უნგრეთს 2036 წლამდე გაფორმებული აქვს კონტრაქტი რუსულ კომპანია „გაზპრომთან“, რომლის მიხედვითაც უნგრეთმა ყოველწლიურად უნდა მიიღოს 4,5 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი.
ევროკავშირი გეგმავს, რომ 2027 წლის ბოლომდე სრულად შეწყვიტოს რუსული გაზის იმპორტი.