უნგრეთმა და აშშ-მა ენერგეტიკისა და დანაშაულთან ბრძოლის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ ორი შეთანხმება გააფორმეს

22:02, 29.10.2026

უნგრეთმა და აშშ-მა ენერგეტიკისა და დანაშაულთან ბრძოლის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ ორი შეთანხმება გააფორმეს. დოკუმენტებს ხელი ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანიტა ორბანმა მოაწერეს. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში წერს.

ერთ-ერთი შეთანხმება ბუნებრივი აირისა და ნავთობის ტრანსპორტირებისთვის რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალისწინებს. ინიციატივის მიზანია ახალი ენერგეტიკული ობიექტების, მათ შორის გაზსადენების მშენებლობის გზით ბალკანეთის ნახევარკუნძულისა და ცენტრალური ევროპის ქვეყნებისთვის ენერგომომარაგების ალტერნატიული მარშრუტების შექმნა.

„შეთანხმება საშუალებას მოგვცემს, გავაძლიეროთ თანამშრომლობა ბუნებრივი აირისა და ნავთობის ტრანსპორტირებისთვის საჭირო რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით“, – წერს ანიტა ორბანი.

ამასთან, მეორე შეთანხმება აშშ-სა და უნგრეთს შორის სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებასა და რადიკალური ორგანიზაციების მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ ინფორმაციის გაცვლას ითვალისწინებს.

მსგავსი