უნგრეთის წინააღმდეგ მასშტაბური კიბერთავდასხმა განხორციელდა
უნგრეთის წინააღმდეგ მასშტაბური კიბერთავდასხმა განხორციელდა

უნგრეთის წინააღმდეგ მასშტაბური კიბერთავდასხმა განხორციელდა. როგორც სააგენტო „როიტერი“ იუწყება, კიბერშეტევა ქვეყნის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე განხორციელდა.

უნგრეთის სატელეკომუნიკაციო კომპანიის ცნობით, კიბერიერიში რუსეთში, ჩინეთსა და ვიეტნამში მდებარე სერვერებიდან იყო მოწყობილი და ფინანსური სისტემის პარალიზებას ისახავდა მიზნად.

სპეციალისტების თქმით, ეს უნგრეთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და ძლიერი კიბერშეტევა იყო, თუმცა მისი მოგერიება მოხერხდა.