უნგრეთის ვიცე-ჩემპიონის დირექტორი - ზივზივაძეს გუნდის გაძლიერება შეუძლია
უნგრეთის ვიცე-ჩემპიონის დირექტორი - ზივზივაძეს გუნდის გაძლიერება შეუძლია

უნგრულმა კლუბმა „ფეჰერვარმა“ უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ ბუდუ ზივზივაძესთან კონტრაქტი გააფორმა.

„მოხარული ვართ განვაცხადოთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გუნდის პირველი შენაძენი ბუდუ ზივზივაძეა და ის კარეირას ჩვენთან გააგრძელებს. საქართველოს ჩემპიონატის ორგზის საუკეთესო ბომბარდირი „ფეჰერვარის“ წევრი გახდა. ის ჩვენთან „მეზიკოვეშდიდან“ გადმოვიდა“ – წერს „ფეჰერვარის“ ოფიციალური გვერდი

„მას აქვს თვისებები, რაც ჩვენს სათამაშო სტილს შეესაბამება. საერთაშორისო გამოცდილების წყალობითა და იდეალურ ასაკში, იმედი გავქვს, რომ ზივზივაძე „ფეჰერვარს“ გააძლიერებს და დარწმუნებული ვართ, ძალიან სასარგებლო იქნება“ – განაცხადა გუნდის სპორტულმა დირექტორმა ზოლტან კოვაჩმა.

კომენტარი თავად ბუდუ ზივზივაძემაც გააკეთა: „ძალიან მოხარული ვარ, რომ შემიძლია კარიერა გავაგრძელო კლუბში, რომელსაც აქვს ასეთი ისტორია. მჯერა, რომ შემიძლია წვლილი შევიტანო გუნდის უფრო წარმატებულ გამოსვლაში“.

დატოვე კომენტარი