უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ადგილობრივი დროით 18:30 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ რეკორდულ მაჩვენებელს, 77,80%-ს მიაღწია
Ballot papers are placed on a Hungarian flag at a polling station in Budapest at the start of a general election in Hungary, on April 12, 2026. The vote could end Hungarian Prime Minister Viktor Orban's 16-year stint in power as the EU's longest serving current leader and a self-decribed "thorn" in the bloc's side. (Photo by Ferenc ISZA / AFP)
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ადგილობრივი დროით 18:30 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 77,80%-ს მიაღწია.
„ბიბისის“ ცნობით, აღნიშნული 2002 წელს დაფიქსირებულ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს, 73.51%-ს აღემატება.
შესაბამისად, უნგრეთის არჩევნებში რეკორდულად მაღალი აქტივობა ფიქსირდება.
„ბიბისის“ ინფორმაციით, უნგრეთის მასშტაბით, საარჩევნო უბნები ამ წუთებში იხურება. ზოგიერთი უბანი ღია იქნება იქამდე, ვიდრე რიგში მდგომ ყველა ადამიანს არ მიეცემა ხმის მიცემის შესაძლებლობა.