უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ადგილობრივი დროით 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 66.01% შეადგინა

19:04, 12.04.2026

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ადგილობრივი დროით 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 66.01% შეადგინა, რაც 4 968 713 ამომრჩეველია.

2022 წელს 15:00 საათისთვის აქტივობის მაჩვენებელი 52.8 პროცენტი იყო.

როგორც უნგრული მედია წერს, უნგრეთის არჩევნებში რეკორდულად მაღალი აქტივობა ფიქსირდება.

საარჩევნო უბნები საქართველოს დროით ცხრა საათზე დაიხურება და წინასწარი შედეგები რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.

მსგავსი