უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუქსემბურგელ კოლეგას „იდიოტი“ უწოდა
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუქსემბურგელ კოლეგას „იდიოტი“ უწოდა

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუქსემბურგელ კოლეგას „იდიოტი“ უწოდა.

უნგრეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ წერილში პიტერ სიიარტომ დაწერა, რომ ჟან ასელბორნს ევროპის მიგრანტებით დატბორვა სურს.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა წერილი მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ასელბორნმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის საიმიგრაციო პოლიტიკა გააკრიტიკა და ვიქტორ ორბანს დიქტატორი უწოდა. გერმანულ გაზეთ Der Tagesspiegel-თან ინტერვიუში ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ორბანის დამოკიდებულება დიქტატორულს შეესაბამება, რომელიც მიიჩნევს, რომ ძალაუფლების შენარჩუნება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური მორალური ღირსება.

ორბანის კრიტიკას სიიარტომ უპასუხა: „ჟან ასელბორნმა ყველა შესაძლო საზღვარი გადალახა. ასელბორნი იდიოტია, მაგრამ უნგრელები არ არიან იდიოტები. უნგრეთის მოსახლეობას არ სჭირდება იცოდეს ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრის გიჟური იდეები, თუ რა არის მათთვის კარგი. ორბანის მთავრობა იცავს უნგრეთის უსაფრთხოებას, მაგრამ ასელბორნს საზღვრების უსაფრთხოების ხაზის განადგურება სოროსთან და მის ხელმძღვანელებთან ერთად, რომ უნგრეთი მიგრანტებით გაივსოს“, – დაწერა პიტერ სიიარტომ.