უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტრამპის მიერ ევროკავშირის წინააღმდეგ ახალი ტარიფების დაწესებაში ბრიუსელს ადანაშაულებს
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო მიიჩნევს, რომ ბრიუსელი დამნაშავეა იმაში, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა ახალი ტარიფების დაწესება ევროკავშირის ქვეყნებისთვის.
სიიარტოს თქმით, ევროპის მოსახლეობა „კიდევ ერთხელ იხდის საფასურს ბრიუსელის პოლიტიკოსების არაკომპეტენტურობის გამო“, რომლებმაც ვერ შეძლეს აშშ-თან მოლაპარაკება.
„სიტუაცია ნათელი გახდა აშშ-ის პრეზიდენტის გუშინდელი სატარიფო განცხადებების შემდეგ. ევროკომისიას უნდა ეწარმოებინა მოლაპარაკებები. მათ ჰქონდათ ორ-ნახევარი თვე ამისთვის. ისინი არ აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს. ამის ნაცვლად, ეკონომიკური საკითხი იდეოლოგიურში გადაიყვანეს და ყველაფერი ეს ათასობით ევროს ყოველთვიური ხელფასის სანაცვლოდ“, – წერს სიიარტო.