უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ეს არ არის ჩვენი ომი, ჩვენ არ გავრისკავთ უნგრელი ხალხის მშვიდობითა და სტაბილურობით
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ეს არ არის ჩვენი ომი, ჩვენ არ გავრისკავთ უნგრელი ხალხის მშვიდობითა და სტაბილურობით

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ბუდაპეშტი მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

პიტერ სიიარტოს თქმით, უნგრეთის მთავრობა გმობს სამხედრო აგრესიას და კარს უღებს ათასობით უკრაინელ ლტოლვილს.

ამავდროულად, უნგრელი დიპლომატი აცხადებს, რომ უკრაინის ომი მათი არ არის.

„ეს არ არის ჩვენი ომი. ჩვენ არ გავრისკავთ უნგრელი ხალხის მშვიდობითა და სტაბილურობით“, – წერს სიიარტო.