უნგრეთის საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემებით, პეტერ მადიარის პარტიამ, „ტისამ” 199-ადგილიან პარლამენტში 141 ადგილი მოიპოვა და საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება
TOPSHOT - Peter Magyar, leader of the pro-European conservative TISZA party, delivers a press conference at the HUNGEXPO Congress and Exhibition Center in Budapest, Hungary, on April 13, 2026. The party of conservative Peter Magyar won a two-thirds parliamentary majority in Hungarian elections in a clear defeat for nationalist long-time Prime Minister Viktor Orban, according to near-complete results. (Photo by Attila KISBENEDEK / AFP via Getty Images)
ხმების საბოლოოდ დათვლის შემდეგ უნგრეთში პეტერ მადიარის პარტიამ პარლამენტში იმაზე მეტი ადგილი მიიღო, ვიდრე აქამდე იყო დათვლილი, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
უნგრეთის საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემებით, მადიარის პარტიამ, „ტისამ” 199-ადგილიან პარლამენტში 141 ადგილი მოიპოვა. მედიის ცნობით, წინასწარი დათვლის თანახმად, „ტისა” პარლამენტში 138 ადგილის მოპოვებას შეძლებდა, ყველა ხმის დათვლის შემდეგ კი ეს რაოდენობა 141-მდე გაიზარდა. შესაბამისად, ვიქტორ ორბანის პარტიას, „ფიდესს“ პარლამენტში 52 ადგილი ექნება, პარტია „ჩვენს სამშობლოს“ კი – 6.
აღსანიშნავია, რომ, ამ მონაცემებით, პეტერ მადიარის პარტიას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება.
ცნობისთვის, უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს გაიმართა.