უნგრეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც ყოფილი პრემიერების, მათ შორის, ვიქტორ ორბანის ხელისუფლებაში დაბრუნების შესაძლებლობას ზღუდავს
უნგრეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც ყოფილი პრემიერების, მათ შორის, ვიქტორ ორბანის ხელისუფლებაში დაბრუნების შესაძლებლობას ზღუდავს

უნგრეთის პრეზიდენტმა, ტომაშ შუიოკმა ხელი მოაწერა საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც ყოფილი პრემიერების, მათ შორის, ვიქტორ ორბანის ხელისუფლებაში დაბრუნების შესაძლებლობას ზღუდავს.

ცვლილების თანახმად, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნა მხოლოდ რვა წლით იქნება შესაძლებელი. ახალი წესი გავრცელდება ყველა იმ პირზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 1990 წლის 2 მაისის შემდეგ ეკავა. შესაბამისად, ის ვიქტორ ორბანსაც შეეხება და ხელისუფლებაში 16-წლიანი ყოფნის შემდეგ მთავრობის მეთაურის პოსტზე დაბრუნების შესაძლებლობას შეუზღუდავს.

უნგრეთის პარლამენტმა აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილება ორშაბათს ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა და პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაუგზავნა.

შუიოკმა განაცხადა, რომ ეს კანონი, პრაქტიკულად, უნიკალურია როგორც ევროპაში, ისე მთელ მსოფლიოში.