უნგრეთის პრეზიდენტი ისრაელში ჩავიდა

14:50, 05.11.2023

უნგრეთის პრეზიდენტი კატალინ ნოვაკი ისრაელში ჩავიდა და გახდა პირველი უნგრელი ოფიციალური პირი, რომელიც ისრაელში მას შემდეგ ჩავიდა, რაც ქვეყანას „ჰამასი“ დაესხა თავს.

უნგრეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის ისრაელში „სოლიდარობის ვიზიტით“ ჩავიდა.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ისრაელს. ახლა მე ვარ შეხვედრაზე ისრაელის პრეზიდენტთან, ისააკ ჰერცოგთან, რის შემდეგაც შევხვდები „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი უნგრეთის მოქალაქეების ოჯახებს“, – წერს ნოვაკი.

 

მსგავსი