უნგრეთის პრეზიდენტი – ჩემი ფიქრები და ლოცვა ახლა ქართველ ხალხთანაა, უნგრეთი მზადაა, გასწიოს საჭირო დახმარება ზარალის შესამსუბუქებლად
უნგრეთის პრეზიდენტი კატალინ ნოვაკი სალომე ზურაბიშვილსა და ქართველ ხალხს შოვში მეწყერის შედეგად დაღუპულთა გამო სამძიმარს უცხადებს.
„მინდა, მივუსამძიმრო საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და ქართველ ხალხს უპრეცედენტო წვიმებისა და მეწყერების შედეგად დაღუპულთა გამო. ჩემი ფიქრები და ლოცვა ახლა ქართველ ხალხთანაა. უნგრეთი მზადაა, გასწიოს საჭირო დახმარება კატასტროფის დროს მიყენებული ზარალის შესამსუბუქებლად“, – წერს კატალინ ნოვაკი.
ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა.
I would like to express my condolences to the President of 🇬🇪 Georgia @Zourabichvili_S and the people of #Georgia for the loss of lives caused by the unprecedented rains and landslides. My thoughts and prayers are with the people of 🇬🇪, 🇭🇺 #Hungary is ready to provide disaster…
— Katalin Novák (@KatalinNovak_HU) August 6, 2023