უნგრეთის პრემიერ-მინისტრს პარლამენტში გამოსვლა ოპოზიციონერმა დეპუტატმა შეაწყვეტინა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს პარლამენტში სიტყვით გამოსვლა ოპოზიციონერმა დეპუტატმა შეაწყვეტინა.

როგორც „ევრონიუსი” იუწყება, საკანონმდებლო ორგანოში ვიქტორ ორბანის გამოსვლისას ოპოზიციონერმა აკოშ ხადაზიმ საპროტესტო ბანერი გაშალა, რომელზეც ეწერა – „მან უნდა განაგრძოს ტყუილის თქმა, რადგან საკმარისზე მეტი მოიპარა“ – „შეაჩერეთ პროპაგანდა და კორუფცია“ .

ოპოზიციონერისთვის პლაკატის წართმევა ჯერ თავად ორბანმა სცადა, შემდეგ კი დეპუტატთან უმრავლესობის წევრები მივიდნენ და ბანერი ძალით ჩამოართვეს.

ოპოზიციონერი დეპუტატი მომხდარის გამო სასამართლოში ჩივილს აპირებს და აცხადებს, რომ პარტია „ფიდესის“ ერთ-ერთმა წევრმა მას ხელი დაარტყა.