უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მიწოდების შეფერხებაში ევროკავშირი დაადანაშაულა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მიწოდების შეფერხებაში ევროკავშირი დაადანაშაულა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მიწოდების შეფერხებაში ევროკავშირი დაადანაშაულა. როგორც ვიქტორ ორბანი აცხადებს, უნგრეთი „იძულებულია ვაქცინები ეძებოს იქ, სადაც ისინი მოპოვება-ჩინეთსა და რუსეთში“. ორბანმა ასევე გაიხსენა საბჭოს ვაქცინები, რომლითაც პოლიომიელიტის აღმოფხვრა მოხერხდა.

„დასავლური და აღმოსავლური ვაქცინა არ არსებობს, არსებობს მხოლოდ კარგი ან ცუდი ვაქცინა“, – განახადა ორბანმა გერმანულ გამოცემა „ბილდთან“ ინტერვიუში.

უნგრეთის მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ ევროკავშირი ვერ გაუმკლავდა „ევროპელებისთვის ვაქცინების სწრაფად და ეფექტურად დარიგების ამოცანას“.

„ამიტომ, მე ვალდებული ვარ კონსტიტუციის მიხედვით, საკუთარ თავზე ავიღო პასუხისმგებლობა“, – განაცხდა ორბანმა.

მისივე თქმით, ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, აშშ, ისრაელი და სერბეთი, უკვე დიდი ხანია გადაუსწრო ევროკავშირს ვაქცინების მომარაგებაში, ამიტომ უნგრეთი ეძებს ვაქცინებს იქ, სადაც ისინი მოიპოვება, მათ შორის რუსეთსა და ჩინეთში“.

ორბანმა ასევე განაცხადა, რომ „საბჭოთა ვაქცინების დახმარებით, პოლიომიელიტი აღმოსავლეთ ევროპაში უფრო მალე აღმოფხვრეს, ვიდრე დასავლეთში.

შეგახსნებთ, რომ უნგრეთში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რუსული ვაქიცნის გამოყენება უკვე დაიწყეს. თავად ქვეყნის პრემიერ მინისტრმა კი ჩინური „სინოფარმის“ მიერ წარმოებული ვაქცინა გაიკეთა. უნგრეთმა ჩინური ვაქცინის 5 მილიონი და რუსული ვაქცინის 2 მილიონი დოზა შეისყიდა.