უნგრეთის პრემიერ-მინისტრი – დემოკრატებმა მსოფლიოს თავს მოახვიეს მორალური იმპერიალიზმი
BERLIN, GERMANY - MAY 08: Hungarian Prime Minister Viktor Orban and German Chancellor Angela Merkel (not pictured) depart after speaking to the media prior to talks at the Chancellery on May 8, 2014 in Berlin, Germany. Orban, whose policies have drawn widespread criticism from other European Union member states as undemocratic and right-wing, is on his first visit to Germany since he was recently re-elected. (Photo by Sean Gallup/Getty Images)
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს უჭერს დონალდ ტრამპს. როგორც ვიქტორ ორბანმა განაცხადა, ტრამპის კონკურენტმა დემოკრატებმა მსოფლიოს „მორალური იმპერიალიზმი მოახვიეს თავს“.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ტრამპს, რადგან ძალიან კარგად ვიცნობთ აშშ-ის დემოკრატიული პარტიის მთავრობის დიპლომატიას, რომელიც მორალურ იმპერიალიზმზეა დაფუძნებული. ჩვენ იძულებული გაგვხადეს ეს მოგვესინჯა, ჩვენ არ მოგვეწონა“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
ორბანი აცხადებს, რომ „ლიბერალური ელიტა ევროპაში კონსერვატორების განადგურებას აპირებს“.
„ისინი 2022 წელს გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადებიან, საერთაშორისო მედიის, ბრიუსელის ბიუროკრატებისა და სამოქალაქო საზოგადოებად შენიღბული არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით, დროა ჩვენ გავერთიანდეთ“, – ამბობს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი.
2022 წელს უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი.