უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ „პაკშის“ ბირთვული ელექტროსადგურის მუშაობა თითქმის სრული მასშტაბით არის აღდგენილი
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებით, „პაკშის“ ბირთვული ელექტროსადგურის მუშაობა თითქმის სრული მასშტაბით აღდგენილია.
სადგურის ელექტრობლოკების მუშაობა მდინარე დუნაიში წყლის დონის მკვეთრად შემცირების გამო თვის დასაწყისში დროებით შეჩერდა.
დღეის მდგომარეობით კი, ოთხიდან სამმა რეაქტორმა ფუნქციონირება განაახლა, სრული დატვირთვის მუშაობს და მომდევნო ორი დღის განმავლობაში 2000 მეგავატის სიმძლავრეს მიაღწევს.