უნგრეთის პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, ტომას შუიოკის ქვეყნის პრეზიდენტად არჩევას მხარი დაუჭირა
უნგრეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, ტომას შუიოკის ქვეყნის პრეზიდენტად არჩევას.
შუიოკის პრეზიდენტად დანიშვნას მხარი უნგრეთის პარლამენტის 134-მა დეპუტატმა დაუჭირა. მისი კანდიდატურის წინააღმდეგ მხოლოდ ხუთი დეპუტატი წავიდა.
როგორც მედია წერს, ტომას შუიოკი იყო უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორის, ორბანის პარტიის მიერ შეთავაზებული ერთადერთი კანდიდატი. უნგრეთის პარლამენტმა მოქმედი პრეზიდენტის, კატალინ ნოვაკის გადადგომა 26 თებერვალს დაამტკიცა.