უნგრეთის პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, ტომას შუიოკის ქვეყნის პრეზიდენტად არჩევას მხარი დაუჭირა

22:12, 26.02.2024

უნგრეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, ტომას შუიოკის ქვეყნის პრეზიდენტად არჩევას.

შუიოკის პრეზიდენტად დანიშვნას მხარი უნგრეთის პარლამენტის 134-მა დეპუტატმა დაუჭირა. მისი კანდიდატურის წინააღმდეგ მხოლოდ ხუთი დეპუტატი წავიდა.

როგორც მედია წერს, ტომას შუიოკი იყო უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორის, ორბანის პარტიის მიერ შეთავაზებული ერთადერთი კანდიდატი. უნგრეთის პარლამენტმა მოქმედი პრეზიდენტის, კატალინ ნოვაკის გადადგომა 26 თებერვალს დაამტკიცა.

მსგავსი