უნგრეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ვიქტორ ორბანის პარტიის მიერ წარდგენილ ინიციატივას „უცხოური გავლენის“ წინააღმდეგ საბრძოლველად
უნგრეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ვიქტორ ორბანის პარტიის მიერ წარდგენილ ინიციატივას „უცხოური გავლენის“ წინააღმდეგ საბრძოლველად

უნგრეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ვიქტორ ორბანის პარტიის მიერ წარდგენილ ინიციატივას „უცხოური გავლენის“ წინააღმდეგ საბრძოლველად.

დოკუმენტის მიხედვით, პირველი თებერვლიდან უნგრეთში შეიქმნება ახალი ორგანო – სუვერენიტეტის დაცვის ოფისი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს ყველას, ვინც ეჭვმიტანილია „უნგრეთის სუვერენიტეტის საფრთხეში“.

ოფისს ექნება უფლება, გამოიძიოს ნებისმიერი ორგანიზაციის ან ადამიანის საქმიანობა, რომლებიც იღებენ დაფინანსებას საზღვარგარეთიდან და შეატყობინოს სამართალდამცავ ორგანოებს აღმოჩენილი დარღვევების შესახებ. ამ დარღვევების კრიტერიუმებს თავად ხელისუფლება დაადგენს.

კანონს მხარი დაუჭირა 141-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი 50 პარლამენტარი იყო.

კანონში ცვლილების მიღების შემდეგ არჩევნებში მონაწილე სამოქალაქო ორგანიზაციებსაც ეკრძალებათ უცხოური კამპანიის მხარდაჭერის მიღება. სასამართლოს შეუძლია გააუქმოს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც არ იცავენ ამ კანონს.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თქმით, ეს არის რეალურად თავდაცვის კანონი და მისი მიზანია ყველა კრიტიკული ხმის ჩახშობა. „ახალი ორგანოს სამიზნე, შესაძლოა, ჟურნალისტები, კომპანიები, ეკლესიები, პროფკავშირები და მუნიციპალიტეტებიც აღმოჩნდნენ“, – წერია მათ განცხადებაში.

მათივე თქმით, ასეთი სამსახურებრივი გამოძიება თავისთავად სტიგმატიზებულია, მით უმეტეს, რომ პროცედურის წინააღმდეგ არ არსებობს სამართლებრივი დაცვის საშუალება.