უნგრეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც უნგრეთის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან გასვლას ითვალისწინებს

15:00, 20.05.2025

უნგრეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც უნგრეთის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან გასვლას ითვალისწინებს. მმართველი პარტიის, „ფიდესის“ მტკიცებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო პოლიტიკურ ორგანიზაციად იქცა. კანონპროექტს მხარი პარლამენტის 134-მა წევრმა დაუჭირა, ხოლო 37 წინააღმდეგი იყო.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ შეშფოთება გამოთქვა უნგრეთის გადაწყვეტილების გამო.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მთავრობამ გადაწყვეტილების შესახებ 3 აპრილს გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ უნგრეთში იმყოფებოდა. ნეთანიაჰუს მიმართ კი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაკავების ორდერი აქვს გაცემული. უნგრეთი, როგორც რომის სტატუტის მონაწილე ქვეყანა, ვალდებული იყო, ნეთანიაჰუ დაეკავებინა.

მსგავსი