უნგრეთის ოპოზიციური პარტიის ლიდერი ვიქტორ ორბანის ბრალდებას პასუხობს
უნგრული ოპოზიციური პარტიის „ტიზას“ ლიდერი პეტერ მადიარი ვიქტორ ორბანის ბრალდებებს პასუხობს.
პეტერ მადიარი უნგრეთში 2026 წლის აპრილში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე მიანიშნებს და ამბობს, რომ ექვსი თვის შემდეგ კოშმარი დასრულდება.
„ვღელავ. პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ტელეფონი გატეხეს და პოსტები მოსკოვიდან იწერება ან პრემიერ-მინისტრის ფსიქიკური ჯანმრთელობა ისეთივე მტკიცეა, როგორც კომუნისტი ლიდერის, იანოშ კადარის, 1989 წელს, მისი მმართველობის ბოლო წელს. ნებისმიერ შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა, რა არის სიმართლე. მთავარია, რომ ექვსი თვის შემდეგ ეს კოშმარი დასრულდება“, – წერს პეტერ მადიარი.
მანამდე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინულმა დაზვერვამ ოპოზიციური პარტია „ტიზას“ მეშვეობით უნგრელების სმარტფონებში შეაღწია.