უნგრეთის ოპოზიციური პარტიის ლიდერი – კვირა დღე ჩვენი ქვეყნის ბედს დიდი ხნის განმავლობაში გადაწყვეტს, ყველას, ვისაც ჩვენი მომავალი გადარდებთ, გთხოვთ, ყველაფერი გააკეთოთ რეჟიმის შესაცვლელად
ვიქტორ ორბანის მთავარი მოწინააღმდეგე, ოპოზიციური პარტიის, „ტისას“ ლიდერი პეტერ მადიარი აცხადებს, რომ ას საათზე ნაკლებ დროში უნგრელები მნიშვნელოვან არჩევანს გააკეთებენ, რაც ქვეყნის ბედს გადაწყვეტს.
მადიარის თქმით, მისი ოპონენტი ბოლო კვირების განმავლობაში წარმოსახვითი მტრებისა და არარსებული საფრთხეების შესახებ ავრცელებს პროპაგანდისტულ ინფორმაციას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
„ას საათზე ნაკლებ დროში უნგრეთში გადამწყვეტი არჩევნები გაიმართება. კვირა დღე ჩვენი ქვეყნის ბედს დიდი ხნის განმავლობაში გადაწყვეტს. გთხოვთ ყველას, ვისაც ჩვენი მომავალი გადარდებთ, ყველას, ვისაც სურს ფუნქციონირებად, ჰუმანურ და ევროპულ ქვეყანაში ცხოვრება, მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში ყველაფერი გააკეთოთ რეჟიმის შესაცვლელად. რა ფანტასტიკური, კამერისთვის შექმნილი ისტორიებიც არ უნდა მოეყოლა პროპაგანდას ბოლო კვირების განმავლობაში წარმოსახვითი მტრებისა და არარსებული საფრთხეების შესახებ, უთხარით ყველას, რომ ჩვენც გვაქვს ისტორია, მხოლოდ ეს არის სიმართლე.
რეჟიმის შეცვლა თქვენზეა დამოკიდებული, 12 აპრილს ყველა ხმა მნიშვნელოვანი იქნება. საარჩევნო მარათონი დასკვნით ეტაპზეა. დაგვეხმარეთ, რომ 13 აპრილს მხიარულ, ჰუმანურ უნგრეთში გავიღვიძოთ და ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა ჩვენით იამაყონ“, – განაცხადა პეტერ მადიარმა.
Kevesebb mint 100 óra van hátra a rendszerváltás napjáig! Ez már tényleg a maraton befutója. Gyertek velünk, írjunk közösen történelmet!❤️🤍💚 pic.twitter.com/LhV8hBlTGp
— Magyar Péter (Ne féljetek) (@magyarpeterMP) April 8, 2026