უნგრეთის ოპოზიციის ლიდერი პეტერ მადიარი აცხადებს, რომ ევროკავშირში უკრაინის დაჩქარებულ გაწევრიანებას მხარს არ უჭერს
უნგრეთის ოპოზიციის ლიდერი და არჩევნებში ვიქტორ ორბანის მთავარი მოწინააღმდეგე პეტერ მადიარი აცხადებს, რომ ევროკავშირში უკრაინის დაჩქარებულ გაწევრიანებას მხარს არ უჭერს. მისივე თქმით, ამ აზრს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი და სხვა ევროპელი ლიდერებიც იზიარებენ.
მადიარმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის თითოეულმა კანდიდატმა ქვეყანამ სრულად უნდა დააკმაყოფილოს დადგენილი კრიტერიუმები ბლოკში გაწევრიანებამდე.
„ჩვენ შევთანხმდით პოლონეთის პრემიერ-მინისტრსა და სხვა ლიდერებთან, რომ ევროკავშირში უკრაინის დაჩქარებულ გაწევრიანებას მხარს არ ვუჭერთ. პოლონეთის პრემიერ-მინისტრსაც მსგავსი პოზიცია აქვს და ასევე ევროკავშირის ლიდერების უმეტესობასაც, რომ თითოეულმა კანდიდატმა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს კოპენჰაგენის კრიტერიუმები“, – განაცხადა მან.
Hungary’s opposition leader Péter Magyar:
We do not support Ukraine’s accelerated EU accession. pic.twitter.com/ZTzbSHoSWb
— Clash Report (@clashreport) February 16, 2026