უნგრეთის მთავრობამ აშშ-ის შესაბამის ორგანოებს „გაზპრომბანკისთვის“ დაწესებული სანქციებიდან ამოღების მოთხოვნით მიმართა, რომ ბანკის მეშვეობით შეძლონ გაზის საფასურის გადახდა
უნგრეთის მთავრობამ აშშ-ის შესაბამის ორგანოებს „გაზპრომბანკისთვის“ დაწესებული სანქციებიდან ამოღების მოთხოვნით მიმართა, რომ ბანკის მეშვეობით შეძლონ გაზის საფასურის გადახდა

უნგრეთის მთავრობამ აშშ-ის შესაბამის ორგანოებს „გაზპრომბანკისთვის“ დაწესებული სანქციებიდან გამონაკლისის სახით ამოღების მოთხოვნით მიმართა, რათა შეძლონ რუსული გაზის საფასურის ამ ბანკის მეშვეობით გადახდა.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ აშშ-მა ისაუბრა ამ სანქციებთან დაკავშირებით მოკავშირეებთან კონსულტაციების შესაძლებლობის შესახებ.

„კარგი იქნებოდა, ეს უფრო ადრე მომხდარიყო, მაგრამ მთავარია, მაინც მოხდა“, – განაცხადა სიიარტომ.

ამასთან, სიიარტომ აღნიშნა, რომ, უნგრეთთან ერთად, ნატო-ს კიდევ ორ წევრ ქვეყანას და სერბეთს, შესაძლოა, სერიოზული სირთულეები შეექმნათ „გაზპრომბანკის“ წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო.

სიიარტოს თქმით, რამდენიმე რუსული ბანკი უკვე სარგებლობს მსგავსი გამონაკლისებით აშშ-ში, ძირითადად, ურანის იმპორტთან დაკავშირებით, რომელიც საჭიროა ატომური ელექტროსადგურებისთვის.

შეგახსენებთ, 21 ნოემბერს აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტმა „გაზპრომბანკს“ სანქციები დაუწესა, რამაც შესაძლოა, გაართულოს ევროპული სახელმწიფოებისთვის რუსული გაზის შესყიდვა, რომლის გადახდაც „გაზპრომბანკის“ მეშვეობით ხდება.​​​​​​​​​​​​​​​​