უნგრეთის მთავრობა შეიმუშავებს კანონმდებლობას ეროვნული სუვერენიტეტის დასაცავად და აშშ-ის ახალი მთავრობის მაგალითის მიხედვით, გამოავლენს უნგრულ მედიაში ჩადებულ უცხოურ დაფინანსებას
უნგრეთის მთავრობა შეიმუშავებს კანონმდებლობას ეროვნული სუვერენიტეტის დასაცავად და აშშ-ის ახალი მთავრობის მაგალითის მიხედვით, გამოავლენს უნგრულ მედიაში ჩადებულ უცხოურ დაფინანსებას

უნგრეთის მთავრობა შეიმუშავებს კანონმდებლობას ეროვნული სუვერენიტეტის დასაცავად და, აშშ-ის ახალი მთავრობის მაგალითის მიხედვით, გამოავლენს უნგრულ მედიაში ჩადებულ უცხოურ დაფინანსებას, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

„დონალდ ტრამპმა გამოააშკარავა, რომ ლიბერალურმა ამერიკულმა მთავრობამ მილიონობით დოლარით იყიდა გავლენა სხვა ქვეყნებში, უნგრეთის ჩათვლით. ისინი აფინანსებდნენ პრომიგრაციულ, გენდერულ პოლიტიკას, ოჯახის საწინააღმდეგო ძალებს და პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც თავს ესხმიან ეროვნულ სუვერენიტეტს. ეს მიუღებელი და აღმაშფოთებელია“, – განაცხადა ორბანმა.

ორბანმა დააანონსა ზომების გამკაცრება იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგ, რომლებმაც დაფინანსება მიიღეს აშშ-ისგან და მილიარდერ ჯორჯ სოროსისგან.

„ჩვენ გვაქვს ბევრი ინფორმაცია ამის შესახებ, მაგრამ მაინც გვაქვს გარკვეული ხარვეზები. ჩვენ აღმოვაჩინეთ რამდენიმე არხი, რომლის საშუალებითაც მათ ასობით მილიონი ფორინტი გადაურიცხეს უნგრულ მედიასა და ორგანიზაციებს. მთელი სიმართლე უნდა გამოაშკარავდეს. ამიტომ მთავრობა ნიშნავს კომისარს ამ დავალების შესასრულებლად. მე ვთავაზობ პარლამენტს, მიიღოს კანონები, რომლებიც საჭიროა ჩვენი სუვერენიტეტის დასაცავად და რომლებიც ჯერ კიდევ არ გვაქვს. მთავრობა დახურავს სოროსის ქსელის ფულისთვის განკუთვნილ მილსადენებს“, – განაცხადა ორბანმა.