უნგრეთის მთავრობა საკონსტიტუციო ცვლილებებს იწყებს
უნგრეთის მთავრობა საკონსტიტუციო ცვლილებებს იწყებს

უნგრეთის მთავრობა შემოდგომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს იწყებს. რეფორმის პროცესი შესაძლოა 12-18 თვეს გაგრძელდეს. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

2011 წელს მიღებული კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების განხილვა სექტემბერში დაიწყება. ამავე დროს, ორბანს დაგეგმილი კონკრეტული ცვლილებების შესახებ არ უსაუბრია.

ვიქტორ ორბანის მმართველმა პარტიამ აპრილში ჩატარებული არჩევნების შედეგად 199-ადგილიან პარლამენტში 133 ადგილი მოიპოვა. ამგვარად, საკონსტიტუციო ცვლილებებით მმართველ პარტიას უმრავლესობა გააჩნია.

„შემოდგომას ვისურვებდით, დაგვეწყო კონსტიტუციის გადახედვა, ვნახოთ, რამ იმუშავა, რამ შეიძლება, იმუშაოს, ვიპოვით პოტენციურ ხარვეზებს, რომლებიც ახალი საკონსტიტუციო ტექსტით უნდა შევავსოთ“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ვიქტორ ორბანმა საკონსტიტუციო რეფორმა პირველად 2010 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო.

განხორციელებულ ცვლილებებს შორის ყველაზე სადავო საბიუჯეტო და საგადასახადო საკითხებზე მომუშავე სასამართლოს უფლებამოსილების შეზღუდვა იყო.