უნგრეთის მთავრობა „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზომებს ამკაცრებს
უნგრეთის მთავრობა „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზომებს ამკაცრებს

უნგრეთის მთავრობა „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზომებს ამკაცრებს. მაღაზიებში ადამიანების რაოდენობა შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მთავრობის განკარგულებით, კვირის დღეებში 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს უფლება ექნაბათ, მაღაზიებში მხოლოდ 09:00 საათიდან 11:00 საათამდე წავიდნენ, უქმეებზე კი 08:00 საათიდან 10:00 საათამდე.

რაც შეეხებათ ახალგაზრდებს, მათ მაღაზიებში მისვლის უფლება დროის სხვა მონაკვეთში ექნებათ.

„მთავრობის ამ განკარგულების მიზანი ხანდაზმულების დაცვაა. პანდემიის სტატისტიკა ნათლად აჩვენებს, რომ ყველაზე საშიში  ვირუსი ხანდაზმულებისთვისაა“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა.

უნგრეთში უკვე მოქმედებს საღამოს რვიდან 05:00 საათამდე კომენდანტის საათი. ასევე დახურულია საშუალო სკოლები.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, უნგრეთში „კოვიდ-19“-ის 177 952 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 3 891 ადამიანი გარდაიცვალა.