უნგრეთის M1 ავტომაგისტრალის მშენებელი კომპანიისთვის მასალების საბაზრო ფასზე ძვირიდ მიყიდვის საქმეზე უნგრეთში ვიქტორ ორბანის მამის კომპანიის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

16:15, 29.08.2026

უნგრეთის პოლიციამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მამის, გიოზო ორბანის კომპანიის, Dolomit Kft-ის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

უნგრული მედიის ინფორმაციით, პოლიცია არკვევს, მიჰყიდა თუ არა Dolomit Kft-მა სამშენებლო კომპანია V-Híd Zrt-ს ქვა და სხვა მასალები საბაზრო ფასზე ძვირად, რომლებიც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული M1 ავტომაგისტრალის გაფართოების პროექტში გამოიყენება.

საქმე მიმდინარე წლის ივნისში მას შემდეგ გააქტიურდა, რაც უნგრეთის ეროვნული ასამბლეის ყოფილმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, აკოშ ჰადჰაზიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას ხელში ჩაუვარდა ხელშეკრულებები, რომელთა მიხედვითაც, ვიქტორ ორბანის მამის კომპანია სამშენებლო ქვებს კომპანია V-Híd-ს საბაზრო ფასზე ძვირად აწვდიდა. ჰადჰაზის თქმით, ზოგიერთი პროდუქტი საჯარო ფასების სიაში მითითებულ ღირებულებაზე ორჯერ ძვირად არის გაყიდული.

მსგავსი