უნგრეთის ხელისუფლება ევროკავშირს მიმართავს, ერთი წლით გაახანგრძლივოს სანქციებთან დაკავშირებული შეღავათი, რომელიც Slovnaft-ს საშუალებას აძლევდა, რუსული ნავთობპროდუქტები ჩეხეთში გაეტანა
უნგრეთის ხელისუფლება ევროკავშირს მიმართავს, ერთი წლით გაახანგრძლივოს სანქციებთან დაკავშირებული შეღავათი, რომელიც Slovnaft-ს საშუალებას აძლევდა, რუსული ნავთობპროდუქტები ჩეხეთში გაეტანა

უნგრეთის ხელისუფლება ევროკავშირს მიმართავს თხოვნით, ერთი წლით გაახანგძლივოს რუსეთის სანქციებთან დაკავშირებული შეღავათი, რომელიც საშუალებას აძლევდა ქარხანა Slovnaft-ს, რუსული ნავთობპროდუქტები ჩეხეთში გაეტანა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე, პიტერ სიიარტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ქარხანა Slovnaft-ი უნგრული ენერგეტიკული ჯგუფის (MOL) ნაწილია.

პიტერ სიიარტოს თქმით, უნგრულ ენერგეტიკულ ჯგუფს კიდევ ერთი წელი სჭირდება Slovnaft-ის სლოვაკეთის გადამამუშავებელ ქარხანაში ინვესტიციის დასასრულებლად, რაც შემდგომ მას საშუალებას მისცემს, არარუსულ ნავთობზე გადავიდეს.