უნგრეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრი - სტრატეგიულ დისკუსიამდე ჩვენ არ შეგვიძლია უკრაინის გაწევრიანების პროცესში ნაბიჯების გადადგმა და მულტიფინანსური ჩარჩოს განხილვა
უნგრეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრი - სტრატეგიულ დისკუსიამდე ჩვენ არ შეგვიძლია უკრაინის გაწევრიანების პროცესში ნაბიჯების გადადგმა და მულტიფინანსური ჩარჩოს განხილვა

სტრატეგიულ დისკუსიამდე ჩვენ არ შეგვიძლია უკრაინის გაწევრიანების პროცესში ნაბიჯების გადადგმა და მულტიფინანსური ჩარჩოს განხილვა, – ამის შესახებ უნგრეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრმა, იანოშ ბოკამ განაცხადა. აღნიშნული განცხადება მან ბრიუსელში მინისტერიალის დაწყების წინ გააკეთა, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, ევროკავშირის სამიტისთვის მზადებაზე მსჯელობენ.

უნგრეთის მთავრობის წევრმა უკრაინის ევროინტეგრაციის პროცესზე საუბრისას თქვა, რომ უკრიანის მიმართ ევროკავშირის პოლიტიკასთან დაკავშირებით სტარტეგიული დისკუსიისთვის დრო არის საჭირო.

„უნგრეთის მთავრობის პოზიცია, რომელსაც დღეს მე დავადასტურებ, არის ის, რომ გვჭირდება უკრიანის მიმართ ევროკავშირის პოლიტიკასთან დაკავშირებით ფიქრისა და სტრატეგიული დისკუსიისთვის პერიოდი და ეს უნდა იყოს გათვალისწინებული ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებებში. ამ სტრატეგიულ დისკუსიამდე ჩვენ არ შეგვიძლია გადაწყვეტილებების მიღება, უკრაინის გაწევრიანების პროცესში მომდევნო ნაბიჯების გადადგმა და მულტიფინანსური ჩარჩოს განხილვა“, – განაცხადა იანოშ ბოკამ.