უნგრეთის ეროვნულმა ასამბლეამ პეტერ მადიარს საპარლამენტო იმუნიტეტი შეუჩერა, პეტერ მადიარის მიმართ ქურდობის ბრალდებით შესაძლოა, გამოძიება დაიწყოს

14:32, 28.09.2026

უნგრეთის ეროვნულმა ასამბლეამ 139 ხმით საპარლამენტო იმუნიტეტი შეუჩერა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, პეტერ მადიარს, რომლის მიმართაც შესაძლოა, ქურდობის ბრალდებით გამოძიება დაიწყოს.

უნგრული მედიის თანახმად, ევროპარლამენტის 2024 წლის არჩევნებიდან ორი კვირის შემდეგ, 21 ივნისს, ბუდაპეშტის ღამის კლუბ „ოტკერტში“ მადიარი კამათში ჩაება მამაკაცთან, რომელიც ვიდეოს უღებდა. მადიარმა მოულოდნელად ხელიდან გამოგლიჯა ტელეფონი და მოგვიანებით მდინარე დუნაიში გადააგდო. ტელეფონი წყლიდან მყვინთავების დახმარებით ამოიღეს.

უნგრეთის გენერალური პროკურატურა 2024 წლის სექტემბერში ევროპარლამენტისგან პარტია „ტისას“ პოლიტიკოსის იმუნიტეტის მოხსნას ითხოვდა, თუმცა ევროპარლამენტმა ეს არ დააკმაყოფილა, რის გამოც ცენტრალურმა საგამოძიებო პროკურატურამ საქმე შეწყვიტა. მას შემდეგ, რაც მადიარი მაისში უნგრეთის პარლამენტში გადავიდა, გამოძიება განახლდა და პროკურატურამ დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნა უკვე უნგრეთის პარლამენტისგან მოითხოვა.

მადიარმა თავისი ფრაქციის წევრებს სთხოვა, მისთვის იმუნიტეტი შეეჩერებინათ. მან განაცხადა, რომ დანაშაული არ ჩაუდენია და იმას, რაც მაშინ გააკეთა, კვლავაც გააკეთებდა.

მსგავსი