უნგრეთის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა საკუთარ ინაუგურაციაზე დაგმო რუსეთის აგრესია და მხარი დაუჭირა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას
უნგრეთის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა საკუთარ ინაუგურაციაზე დაგმო რუსეთის აგრესია და მხარი დაუჭირა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას

უნგრეთის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, კატალინა ნოვაკმა დაგმო რუსეთის აგრესია და მხარი დაუჭირა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას. ამის შესახებ კატალინა ნოვაკმა საკუთარ ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ვგმობთ პუტინის აგრესიას, შეიარაღებულ შეჭრას სუვერენულ სახელმწიფოში. ჩვენ სამუდამოდ ვამბობთ უარს ყველა ძალისხმევაზე, რომელიც მიმართულია საბჭოთა კავშირის აღდგენისკენ“, – განაცხადა ნოვაკმა.

ნოვაკმა აღნიშნა, რომ ომი უკრაინაში ასევე მიმდინარეობდა მშვიდობიანი უნგრელების წინააღმდეგ და დასძინა, რომ ბუდაპეშტი მოითხოვს ომის დანაშაულების გამოძიებას და დასჯას.

ამასთან, როგორც უნგრული მედია წერს, ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას.

„უნგრეთი არ დათმობს თავის სუვერენიტეტს და მხარს უჭერს უკრაინის გაწევრიანებას ევროპის ქვეყნების თანამეგობრობაში“, – განაცხადა ნოვაკმა.

უნგრეთის ახალი პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა მზადაა მშვიდობისთვის გაიღოს მსხვერპლი და მსხვერპლის გაღებაში არ აბრკოლებს მოკავშირეებსაც, მაგრამ არ დათანხმდება გადაწყვეტილებებს, რომლებიც უნგრელებს უფრო მეტ ზიანს მოუტანს, ვიდრე რუსეთს.