უნგრეთი და სლოვაკეთი ევროკავშირს მოუწოდებენ, ნავთობსადენ „დრუჟბაზე“ უკრაინის თავდასხმების ფონზე მათი ენერგოუსაფრთხოება უზრუნველყოს
უნგრეთი და სლოვაკეთი ევროკავშირს მოუწოდებენ, ნავთობსადენ „დრუჟბაზე“ უკრაინის თავდასხმების ფონზე მათი ენერგოუსაფრთხოება უზრუნველყოს

უნგრეთი და სლოვაკეთი  ევროკავშირს მოუწოდებენ, ნავთობსადენ „დრუჟბაზე“ უკრაინის თავდასხმების ფონზე მათი ენერგოუსაფრთხოება უზრუნველყოს, – ამის შესახებ ნათქვამია სლოვაკეთისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ წერილში.

„ამ ნავთობსადენის გარეშე ჩვენი ქვეყნების ნავთობით უსაფრთხო მომარაგება უბრალოდ შეუძლებელია“, – აღნიშნავენ დიპლომატები ბრიუსელში გადაგზავნილ წერილში.

მათივე თქმით, ნავთობსადენ „დრუჟბაზე“ ახალი დარტყმის გამო, რომელიც 22 აგვისტოს განხორციელდა, სლოვაკეთსა და უნგრეთში ნავთობის მიწოდება ხუთი დღით შეწყდება.

პეტერ სიიარტო და იურაია ბლანარი მოუწოდებენ ევროკომისიას, მიიღოს ზომები, რათა მათი ენერგოუსაფრთხოება დაცული იყოს.

„იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნები ბოლო წლებში უკრაინას ასობით მილიარდი ევროს ოდენობით მხარდაჭერა გამოუყვეს, ჩვენ მივიჩნევთ, რომ უკრაინის ქმედებები, რომლებიც სერიოზულად ემუქრება უნგრეთისა და სლოვაკეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, სრულიად მიუღებელია. ამიტომ მოვუწოდებთ ევროკომისიას, მიიღოს ზომები და უზრუნველყოს წევრ ქვეყნებში ენერგომატარებლების უსაფრთხო მიწოდება“, – აღნიშნულია უნგრეთისა და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ წერილში.