უნგრეთი ჩეხეთთან, სლოვაკეთთან და პოლონეთთან საზღვრებს ხსნის
უნგრეთი ჩეხეთთან, სლოვაკეთთან და პოლონეთთან საზღვრებს ხსნის

უნგრეთი ჩეხეთთან, სლოვაკეთთან და პოლონეთთან საზღვრებს ხსნის.

როგორც „გარდიანი“ წერს, გასულ კვირას უნგრეთმა ევროკავშირის ყველა სხვა ქვეყანასთან მიმოსვლა აკრძალა, თუმცა დღეს ცნობილი გახდა, რომ უნგრეთი გამონაკლისის სახით მის მოსაზღვრე სამ სახელმწიფოსთვის საზღვრებს გახსნის.

ამ ქვეყნის მოქალაქეები უნგრეთში შესვლას „კოვიდ-19“-ის ტესტზე ნეგატიური პასუხის მიღების შემთხვევაში შეძლებენ.

ქვეყნის საგარეო სამინისტროს განცხადებით, გასულ კვირას საზღვრების ჩაკეტვის შემდეგ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ჩეხ კოლეგას, ანრეი ბაბიშს შეხვდა, სადაც ორი ქვეყნის წარმომადგენლები ჩეხი მოქალაქეებისთვის გამონაკლისის დაშვებაზე შეთანხმდნენ, შემდეგ ეს დაშვება გავრცელდა სლოვაკეთსა და პოლონეთზეც.

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება დისკრიმინაციული და არაკანონიერია. მათივე თქმით, უნგრეთის გადაწყვეტილება გაერთიანების თავისუფალი მიმოსვლის კანონს ეწინააღმდეგება.