უნგრეთი აცხადებს, რომ კვლავ ეწინააღმდეგება რუსული ნავთობის ემბარგოს
უნგრეთი აცხადებს, რომ კვლავ ეწინააღმდეგება რუსული ნავთობის ემბარგოს

უნგრეთი აცხადებს, რომ კვლავ ეწინააღმდეგება რუსული ნავთობის ემბარგოს.

როგორც „ბლუმბერგი“ წერს, ამის შესახებ განცხადება უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერმა, ზლოტან კოვაჩმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების მეექვსე პაკეტი ევროპარლამენტში წარადგინა.

როგორც ბრიუსელში განაცხადეს, ეს პაკეტი მოიცავს რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების ეტაპობრივ გეგმას, რაც ითვალისწინებს გამონაკლისის დაშვებას უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის. კერძოდ, ამ ორ ქვეყანას სანქციების შესრულება 2023 წლამდე არ მოუწევთ.

უნგრეთში აცხადებენ, რომ ეს წინადადება არ მოსწონთ.

„ჩვენ ვერ ვხედავთ არც გეგმას და არც გარანტიას, გარდამავალი ეტაპის სამართავადაც კი. ვერ ვხედავთ, რა უზრუნველყოფს უნგრეთის ენერგეტიკული უსაფრთხოების გარანტიას“, – განაცხადა უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერმა.