უნგრელი დამკვირვებელი ფანი ლაჩკო - არჩევნები არის გამჭვირვალე, არ შეგვინიშნავს რაიმე პრობლემა, ყველაფერი იყო დემოკრატიული ჩარჩოს ფარგლებში
უნგრელი დამკვირვებელი ფანი ლაჩკო - არჩევნები არის გამჭვირვალე, არ შეგვინიშნავს რაიმე პრობლემა, ყველაფერი იყო დემოკრატიული ჩარჩოს ფარგლებში

ჩვენ ვიმყოფებოდით საარჩევნო უბნებზე თბილისსა და ახლა ბათუმში, არჩევნები არის სამართლიანი და გამჭვირვალე, არ შეგვინიშნავს რაიმე პრობლემა, ყველაფერი წესრიგში იყო და დემოკრატიული ჩარჩოს ფარგლებში, – ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელმა უნგრეთიდან, ფანი ლაჩკომ განაცხადა.

დამკვირვებლის თქმით, ამ დროისთვის რაიმე პრობლემა არ დაფიქსირებულა.

„ჯერჯერობით რაც ვნახეთ, არჩევნები არის სამართლიანი და გამჭვირვალე. არ შეგვინიშნავს რაიმე პრობლემა, ყველაფერი წესრიგში იყო და დემოკრატიული ჩარჩოს ფარგლებში, ასე რომ ამ ვიზიტების დროს, რაიმე პრობლემა არ დაგვიფიქსებია“, – განაცხადა ლაჩკომ.