უნგრელ ფეხბურთელებთან ვიქტორ ორბანის „დიდი უნგრეთის“ ისტორიული რუკის გამოსახულებიანი კაშნეთი მისვლა სლოვაკეთისა და ჩეხეთის მთავრობის წევრებმა გააკრიტიკეს
უნგრელ ფეხბურთელებთან ვიქტორ ორბანის „დიდი უნგრეთის“ ისტორიული რუკის გამოსახულებიანი კაშნეთი მისვლა სლოვაკეთისა და ჩეხეთის მთავრობის წევრებმა გააკრიტიკეს

„დიდი უნგრეთის“ ისტორიული რუკის გამოსახულებიანი კაშნეთი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის უნგრელ ფეხბურთელებთან გამოჩენა სლოვაკეთისა და ჩეხეთის მთავრობის წევრებმა გააკრიტიკეს.

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რასტისლავ კაჩერმა ორბანის ჟესტი აღწერა სიტყვებით „ზიზღი და სიბინძურე“. „ეს ჟესტი უადგილოა და ეწინააღმდეგება იმ სულისკვეთებასა და წესებს, რომლებზეც ევროკავშირი არის აგებული“, – წერს სლოვაკეთის დელეგაცია ევროპარლამენტში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ კი აღნიშნულ ფაქტს „მიუღებელი პროვოკაცია“ უწოდა.

თავის მხრივ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ „ფეხბურთი არ არის პოლიტიკა“. „არ წაიკითხოთ მასში ის, რაც იქ არ არის“, – განაცხადა ორბანმა.

მისივე თქმით, უნგრეთის ნაკრები ყველა უნგრელს ეკუთვნის, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ის.

ვიქტორ ორბანი „დიდი უნგრეთის“ რუკის გამოსახულებიანი კაშნეთი უნგრელ ფეხბურთელებთან შეხვედრაზე გამოჩნდა. ისტორიული „დიდი უნგრეთი“ მოიცავდა ტერიტორიას, რომელიც ახლა ეკუთვნის სლოვაკეთს, რუმინეთს, ხორვატიას, სერბეთსა და უკრაინას.