უნებართვო გარევაჭრობისთვის ჯარიმები გამკაცრდება
უნებართვო გარევაჭრობისთვის ჯარიმები გამკაცრდება

უნებართვო გარევაჭრობისთვის ჯარიმები გამკაცრდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი ხმალაძემ აღნიშნა, უკანონო გარევაჭრობის აღკვეთისთვის საჭიროა საჯარიმო სანქციების გამკაცრება და ეფექტური ზედამხედველობის განხორციელება.

„ინიციატივა უნებართვო გარევაჭრობაზე ჯარიმის გაზრდას ითვალისწინებს. უნებართვო გარევაჭრობის აღსაკვეთად, საჭიროა საჯარიმო სანქციების მექანიზმის გამკაცრება და ეფექტური ზედამხედველობის განხორციელება. მივიღე დავალება, რომ გადამზადდნენ ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები, ასევე მოხდეს სამსახურის რეფორმირება. საჭიროების შემთხვევაში რესურსის გაზრდა, რათა ეფექტური შედეგები მივიღოთ. განმეორებით დარღვევაზე კიდევ უფრო მეტი ჯარიმა იქნება. ფართები არსებობს, თუმცა ხდება უნებართვო ვაჭრობა და ეს უნდა აღიკვეთოს. რაც შეეხება ჯარიმების ოდენობას, ამაზე მოგვიანებით მოგახსენებთ”, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.