უმწეო მდგომარეობაში მყოფის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 14 წლიანი პატიმრობა მიესაჯა
უმწეო მდგომარეობაში მყოფის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 14 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

უმწეო მდგომარეობაში მყოფის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

შემთხვევა 2018 წლის 15 სექტემბერს, გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანში მოხდა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა ა.კ.-მ განაწყენების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მავთულის ყელის არეში მოჭერით გაგუდა მასთან მუდმივად მცხოვრები, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უმწეო მდგომარეობაში მყოფი 73 წლის ლ.ბ.

სამართალდამცველებმა ა.კ. იმავე დღეს, გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარედგინა – განზრახ მკვლელობა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.