უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა, მათ შორის თამარ ჩუგოშვილმა, საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს 
უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა, მათ შორის თამარ ჩუგოშვილმა, საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს 

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, ასევე უმრავლესობის დეპუტატები – თამარ ხულორდავა, სოფო ქაცარავა, გიორგი მოსიძე, ირინა ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი და ზაზა ხუციშვილი საპარლამენტო თანამდებობებს ტოვებენ.

ამის შესახებ თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„სამწუხაროდ, შედეგი დადგა. არ აქვს მნიშვნელობა, რამ გამოიწვია საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნა.  ჩვენ არ გვრჩება სხვა გზა, გარდა იმისა, რომ დავტოვოთ, როგორც საპარლამენტო თანამდებობები, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა. საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის საკითხი არის მძიმე საკითხი, რომელზეც მე და ჩემი კოლეგები პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ. დღეს იყო უმრავლესობის მძიმე სხდომა, ნებისმიერი შედეგი, როგორიც არ უნდა დამდგარიყო, დასრულდებოდა პარტიის დანაკარგით. შედეგი დადგა ისეთი, როგორიც დადგა. ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც პარტიისთვის ცნობილი იყო“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

დატოვე კომენტარი