უმრავლესობამ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებად ზაზა შათირიშვილის, მალხაზ ასლამაზაშვილისა და ია მამალაძის კანდიდატურები შეარჩია
უმრავლესობამ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებად ზაზა შათირიშვილის, მალხაზ ასლამაზაშვილისა და ია მამალაძის კანდიდატურები შეარჩია

საპარლამენტო უმრავლესობამ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებად ზაზა შათირიშვილი, მალხაზ ასლამაზაშვილი და ია მამალაძე შეარჩია.

მმართველი გუნდის გადაწყვეტილება მედიას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გააცნო.

პარლამენტი სამეურვეო საბჭოს წევრებს მომავალ სასესიო კვირაში უყრის კენჭს.

უმრავლესობის გარეთ მყოფმა ცხრა დეპუტატმა დღეს ნინია კაკაბაძის კანდიდატურა წარადგინა, აჭარის უმაღლესმა საბჭომ – ბესიკ ლილუაშვილი, სახალხო დამცველმა – ზვიად დევდარიანი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა შესარჩევმა კომისიამ 12 კანდიდატი შეარჩი და სია პარლამენტს გადაუგზავნა.